Accentnews.ge
"ოცნება" ბორელის განცხადების შემდეგ: ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ 2030 წელს საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა

"ოცნება" ბორელის განცხადების შემდეგ: ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ 2030 წელს საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა

24/06/2024 17:09:31 პოლიტიკა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის უმწვავესი განცხადებეის შემდეგ "ქართულ ოცნებაში" კვლავ ამტიკიცებენ, რომ "უნდა ველოდოთ, რომ 2030 წელს საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა".

შესაბამისი განცხადება ამჯერად ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართული სხდომის შემდეგ გააკეთა.

უფრო მეტიც, იგი მიიჩნევს, რომ "შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანია, დღეს, ხვალ, ზეგ ვინ რა განცხადებას გააკეთებს, მათ შორის, საკმაოდ მნიშვნელოვანი პერსონები, არსებული ბიუროკრატიის წარმომადგენლები, ხელმძღვანელი რგოლების წარმომადგენლები":

„ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ 2030 წელს საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. დღეს, ხვალ, ზეგ ვინ რა განცხადებას გააკეთებს, მათ შორის, საკმაოდ მნიშვნელოვანი პერსონები, არსებული ბიუროკრატიის წარმომადგენლები, ხელმძღვანელი რგოლების წარმომადგენლები, შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვინმეს როლი რომ არ დავაკნინოთ, თუმცა, ჩვენ გეგმაზომიერად, ღირსებით და ნამდვილად ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების დაცვით ჩვენი კონსტიტუციის ჩვენს მიერვე ჩაწერილი ნორმის დაცვით უნდა გავაგრძელოთ სწორი სვლა ევროპისკენ“ , - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის: ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „თუ კანონპროექტის ინიცირებამდე ნულის ტოლი იყო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შანსი, ეს შანსი ბევრად გაზრდილია“:

ამავე თემაზე: ბორელი: შევამცირებთ პოლიტიკურ კონტაქტებს, გავყინავთ მხარდაჭერას საქართველოს მთავრობისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S