Accentnews.ge
პრემიერი ბორელის განცხადების შემდეგ: "ურთიერთობები აუცილებლად დაუბრუნდება ნორმალურ რეჟიმს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ყველაფერი ამაზე მიუთითებს"

პრემიერი ბორელის განცხადების შემდეგ: "ურთიერთობები აუცილებლად დაუბრუნდება ნორმალურ რეჟიმს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ყველაფერი ამაზე მიუთითებს"

27/06/2024 18:20:52 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძის მტკიცებით, "აგენტების კანონის" გარშემო ყალბი აჟიოტაჟი იყო შექმნილი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ".

როგორც იგი ირწმუნება, ყველაფერი ამაზე მიუთითებს, რომ ურთიერთობები აუცილებლად დაუბრუნდება ნორმალურ რეჟიმს.

"რაც შეეხება კანონს, სამწუხაროდ, ყალბი აჟიოტაჟი იყო შექმნილი კანონის გარშემო, არარსებულ რუსულ კანონს აპროტესტებდნენ კონკრეტული ადამიანები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ეს ყველაფერი რეალურად წარსულია. რეალურად, ამ კანონით მოხდა ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება და ვფიქრობ, ურთიერთობები აუცილებლად დაუბრუნდება ნორმალურ რეჟიმს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ყველაფერი ამაზე მიუთითებს", – განაცხადა პრემიერმა.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ "საქართველო გააგრძელებს თანმიმდევრულად წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით".

ცნობისთვის: 24 ივნისს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა შემდეგი განაცხადა: "თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს იმავე გზით სიარულს, რაც ბოლო პერიოდში აქვს არჩეული, ქვეყნისთვის ევროკავშირის კარი დაიხურება".

ამავე თემაზე: ბორელი: შევამცირებთ პოლიტიკურ კონტაქტებს, მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას განვიხილავთ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S