რა გეგმები აქვს პრემიერის თანამდებობიდან გადამდგარ მედვედევს
16/01/2020 07:43:23 მსოფლიო
რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი მმართველი პარტიის „ედინაია რასიას“ თავმჯდომარის თანამდებობაზე დარჩა,- ამის შესახებ პარტიის გენერალური საბჭოს მდივანმა ანდრეი ტურჩაკმა განაცხადა.
მისი თქმით, შეზღუდვა არ არსებობს, რომ მედვედევმა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილისა და „ედინაია რასიას“ თავმჯდომარის თანამდებობები შეითავსოს.
რუსეთის მთავრობა პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის ხელმძღვანელობით 15 იანვარს მას შემდეგ გადადგა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საკონსტიტუციო ცვლილებები დააანონსა. შეთავაზებული ცვლილებების მიხედვით, პრემიერი რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ უნდა დანიშნოს.
კრემლის ლიდერმა უკვე ყოფილ პრემიერს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი შესთავაზა.
იხილეთ ასევე: დაანონსებული „ცვლილებები“ რუსეთში – რა გეგმა აქვს პუტინს


