რა პრიორიტეტები აქვს რუსეთის პრემიერობის კანდიდატს
16/01/2020 10:04:30 მსოფლიო
რუსეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხაილ მიშუსტინი აცხადებს, რომ მთავრობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება. ამის შესახებ მან ფრაქცია „ედინაია რასიასთან“ შეხვედრის დროს ისაუბრა.
მიხაილ მიშუსტინის თქმით, მის პრიორიტეტებს შორის ციფრული ეკონომიკისა და ეროვნული პროექტების განვითარება იქნება.
დღეს რუსეთის სახელწიფო დუმა მიხაილ მიშუსტინის პრემიერად დანიშვნის საკითხს უყრის კენჭს. მანამდე მიშუსტინი ოთხივე საპარლამენტო ფრაქციის წევრებს შეხვდა.
შეგახსენებთ, რუსეთის მთავრობა გუშინ, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადების შემდეგ გადადგა.
იხილეთ ასევე: დაანონსებული „ცვლილებები“ რუსეთში – რა გეგმა აქვს პუტინს


