Accentnews.ge
ესპანეთში ქართულ–რუსულ კრიმინალურ ჯგუფს განაჩენი გამოუტანეს

ესპანეთში ქართულ–რუსულ კრიმინალურ ჯგუფს განაჩენი გამოუტანეს

16/01/2020 15:40:40 სამართალი

ესპანეთის სასამართლომ ქართულ-რუსული დანაშაულებრივი ჯგუფის 27 წევრის წინააღმდეგ განაჩენი გამოიტანა. საქმე ეხება ე.წ. კანონიერ ქურდ, ზვიად დარსაძეს და მის ორ დამხმარეს. ბრალდებულებს 3, 5, და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, კრიმინალური ჯგუფის სამ ხელმძღვანელს კი ქვეყნიდან გააძევებენ. იუწყებიან, რომ დაკავებულთა დიდი ნაწილი საქართველოს მოქალაქეა.

როგორც ცნობილია, ესპანეთში ტურისტული ვიზებით მყოფი ახალგაზრდები დანაშაულებივ საქმიანობას 2012-2015 წლებში ეწეოდნენ.

ისინი ქალაქ მადრიდსა და გვადალახარაში საცხოვრებელ სახლებს ძარცვავდნენ, რის შემდეგაც მოპარულ ნივთებს რეალიზაციისთვის რუსეთში, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში გზავნიდნენ.

მედიის ცნობით, კრიმინალური ჯგუფის შემადგენლობაში ყოველთვის იყო რამდენიმე ათეული პირი, თუმცა ძარცვაში ძირითადად ახალგაზრდები მონაწილეობდნენ, რომლებიც ესპანეთში ტურისტული ვიზით რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

ესპანეთში ყოფნის დროს ისინი უზრუნველყოფილნი იყვნენ საცხოვრებელი სახლით, თანხით, სახლების ძარცვისთვის საჭირო აღჭურვილობით და 3-5 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფებით მოქმედებდნენ. ახალგაზრდები მოპარულ ნივთებს კრიმინალური ჯგუფის ხელმძღვანელებს აძლევდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S