"ლავასოღლი" ციხის დასატოვებლად ემზადება – საქართველოში მას 12–წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი
17/01/2020 08:16:38 სამართალი
კრინმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე, მეტსახელად "ლავასოღლი" შესაძლოა, მალე თურქული ციხიდან გაათავისუფლონ,– ინფორმაციას თურქული გამოცემა ''დეილი საბაჰი'' თურქეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით აქვეყნებს.
ამავე წყაროს ცნობით, თებერვალში "ლავასოღლის" პატიმრობის ვადა ეწურება. ის უკვე 15 თვეა თურქეთის ციხეშია.
''დეილი საბაჰი'' წერს, რომ მინდია გორაძეს ინტერპოლითაც ეძებდნენ.
"ლავასოღლი" 2018 წლის 25 ოქტომბერს თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონში დააკავეს. გამოცემა წერს, რომ აყვანის დროს გორაძეს იარაღი ჰქონდა და ავტომობილში საბრძოლო ტექნიკის სამალავიც აღმოაჩინეს.
ცნობისთვის: ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ''ლავასოღლის'' 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გასული წლის ნოემბერში პროკურატურაში ამბობდნენ, რომ "კანონიერ ქურდობაში", ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებასა და ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში ბრალდებული მინდია გორაძის საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობდა.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ირწმუნება, რომ გორაძე თურქეთში საქართველოს მოთხოვნით იქნა დაკავებული და საექსტრადაციო პროცედურები ამ დროისთვისაც მიმდინარეობს.


