Accentnews.ge
ხათუნა სამნიძე: „რესპუბლიკური პარტია“ ჩართული იქნება მეორე პოლიტიკურ ცენტრში, რომლის ფარგლებში განიხილება „ახალი“, „ლელო“, „დროა“ და „გირჩი“

ხათუნა სამნიძე: „რესპუბლიკური პარტია“ ჩართული იქნება მეორე პოლიტიკურ ცენტრში, რომლის ფარგლებში განიხილება „ახალი“, „ლელო“, „დროა“ და „გირჩი“

09/07/2024 09:44:31 პოლიტიკა

"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ ძალიან მალე გახდება ცნობილი, სად და რომელ პოლიტიკურ ცენტრში იქნება პარტია.

"ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ ჩართული ვიქნებით მეორე პოლიტიკურ ცენტრში, რომლის ფარგლებში განიხილება „ახალი“, „ლელო“, „დროა“ და „გირჩი", თუმცა ჯერ მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს, შეთანხმება მიღწეული არ არის და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, როგორი იქნება საბოლოო კონფიგურაცია", – განაცხადა სამნიძემ.

8 ივლისს „ნაციონალური მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ახალი პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ წარადგინეს. პლატფორმას უერთდებიან დეპუტატები თამარ კორძაია და არმაზ ახვლედიანი, ასევე, ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე და დიპლომატი გია ჯაფარიძე, სამოქალაქო აქტივისტები – ლაშა დიაროვი და ანა მოსაძე.

წევრები ასევე იქნებიან გიორგი ვაშაძე, ზაზა ბიბილაშვილი, სოფო ჯაფარიძე, ირაკლი ფავლენიშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S