Accentnews.ge
დარჩიაშვილმა "გაუგებარი" უწოდა ევროკავშირის სამხედრო დახმარების გაყინვის გადაწყვეტილებას

დარჩიაშვილმა "გაუგებარი" უწოდა ევროკავშირის სამხედრო დახმარების გაყინვის გადაწყვეტილებას

09/07/2024 14:37:09 პოლიტიკა

ევროკავშირის მიერ საქართველოს სამხედრო დახმარებისთვის გამოყოფილი 30 მილიონი ევროს შეჩერების გადაწყვეტილებას "გაუგებარს" უწოდებს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

ის ამბობს, რომ დახმარება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ემსახურებოდა და "გაუგებარია", მისი გაყინვის გადაწყვეტილება.

დარჩიაშვილის მტკიცებით, ეს არის მიკრო დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც ვერანაირად ვერ შეაფერხებს საქართველოს სწრაფვას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით.

„ზოგადად, მსგავსი ტიპის ფინანსური დახმარებები ემსახურებოდა და ემსახურება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და იმ შესაძლებლობების განვითარებას, რომლითაც ქვეყანამ უნდა შეძლოს საფრთხეების თავიდან აცილება. ჩვენთვის გაუგებარია მსგავსი ტიპის მიკრო გადაწყვეტილებები, რადგან ის გამოწვევები უსაფრთხოების თვალსაზრისით, მათ შორის ოკუპაცია არსად არ წასულა. საქართველოს კიდევ უფრო მეტად სჭირდება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება იმისთვის, რომ ჩვენ უფრო მეტად შევძლოთ საფრთხეებთან გამკლავება. შესაბამისად, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები ძალიან მალე დაუბრუნდება თავის ძველ ნიშნულს და ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირთან ამ მიმართულებით თანამშრომლობას და ვფიქრობ, რომ ზოგადადაც, საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა დაფუძნებულია ასოცირების შეთანხმებაზე. ჩვენ ყველას გვაქვს აღებული ჩვენი ვალდებულებები, ჩვენ თანმიმდევრულად, ლოგიკურად ვასრულებთ ამ ვალდებულებებს”, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის განკუთვნილი €30 მილიონი გაყინა და როგორც ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, "სხვა ნაბიჯებიც იქნება".

მანამდე, საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის ფარგლებში, "ღირსეული პარტნიორის" წევრთნები აშშ–მა განუსაზღვრელი ვადით გადადო. თეთრ სახლში თქვეს, რომ საქართველოში აშშ–ის ყველა პროგრამა გადახედვის პროცესშია.

იხილეთ ასევე: "რუსებს ვახარებთ! პირველი მსხვერპლი თავდაცვაა!" – რას ფიქრობს გენერალი შეჩერებულ პროგრამებზე

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S