Accentnews.ge
მკვლელობა სურამში – ქალს რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული

მკვლელობა სურამში – ქალს რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული

18/01/2020 10:34:14 სამართალი

სურამში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა მეუღლე მოკლა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

გავრცელებული ცნობით, 30 წლამდე ასაკის ქალს რამდენიმე ჭრილობა ბასრი საგნით აქვს მიყენებული.

თავდამსხმელი ჯერ არ დაუკავებიათ.

გამოძიება 109-მუხლის მეორე „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S