Accentnews.ge
ოხანაშვილთან დაკავშირებული ინციდენტისთვის დაკავებულს  ბრალი დაუმძიმდა

ოხანაშვილთან დაკავშირებული ინციდენტისთვის დაკავებულს  ბრალი დაუმძიმდა

18/01/2020 13:17:55 სამართალი

პარლამენტის წევრ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ბრალი ამჯერად სისხლის სამართლის კოდექსით წარუდგინეს: პროკურატურის ცნობით, გამოძიება მას 239-ე მუხლის პირველი ნაწილით (გულიხმობს ხულიგნობას, რომელიც გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და ჩადენილია ძალადობის მუქარით) და სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით (გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას და მუქარას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანების მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება.

ის მოსამართლის განჩინების საფუძველზე გუშინ დააკავეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ვახტანგ რობაქიძეს ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში ოჯახთან ერთად ვახშმობდა, რა დროსაც ვახტანგ რობაქიძესა და ოხანაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

რობაქიძე სამართალდამცავებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მას სასამართლოს გადაწყვეტილებით 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S