ავარია თბილისში – დაშავდა 6 პირი
18/01/2020 13:21:13 სამართალი
თბილისის შემოსასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ჯიპის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და კლდეს შეეჯახა. დაშავდა 6 ადამიანი. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


