Accentnews.ge
პაპუაშვილი – ევროკავშირის დახმარების გაყინვაზე: რატომ ამტკიცებდნენ საერთოდ ამ პაკეტს?

პაპუაშვილი – ევროკავშირის დახმარების გაყინვაზე: რატომ ამტკიცებდნენ საერთოდ ამ პაკეტს?

12/07/2024 09:08:11 პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე, მათ შორის, ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის გამოყოფილი 30 მილიონი ევროს გაყინვაზე ისაუბრა.

შალვა პაპუაშვილი ირწმუნება, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი, ეხება „ერთ კონკრეტულ საკითხს“ და არა ჯარის ბრძოლისუნარიანობასა და აღჭურვას.

„ეს იყო ერთი კონკრეტული საკითხი, როცა ვსაუბრობთ ევროკავშირის ფონდის დახმარებაზე. როცა ამ კანონს ვიხილავდით, ზუსტად მაშინ დამტკიცდა ეს პაკეტი და არ ვიცი, თუ ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდათ, რატომ ამტკიცებდნენ საერთოდ ამ პაკეტს? რამდენიმე კვირის წინ დამტკიცდა, როცა კანონი საბოლოოდ მიღების პროცესში გვქონდა და ყველამ იცოდა, რომ ვიღებდით ამ კანონს,“ – თქვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილი კვლავ ამტკიცებს, რომ საქართველო მოკავშირეების გარეშე არ რჩება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S