Accentnews.ge
პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ პროექტის განხილვა პროტესტის ფონზე იმართება

პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ პროექტის განხილვა პროტესტის ფონზე იმართება

19/07/2024 09:10:08 პოლიტიკა

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „ამნისტიის შესახებ“ პროექტის განხილვა მიმდინარეობს. ამნისტიის ინიციატივას პირველი მოსმენით იხილავენ.

მომხსენებლის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, ამნისტიის პროექტი 4 839 პატიმარს ეხება, დაუყოვნებლივი გათავისუფლების საკითხი კი 1 000 პატიმარს შეეხება.

პარლამენტში წარდგენილი პროექტით გათვალისწინებულია ამნისტიის შემდეგი ფორმები: - პასუხისმგებლობისგან დაუყოვნებლივ გათავისუფლება; სასჯელის 1/2-ით, 1/4 -ით და 1/6-ით შემცირება და ასევე, პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება.

“სასჯელის 1/6-ით შემცირება და პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის შემცირება მნიშვნელოვანი სიახლეა. დღეს 22 000 პრობაციონერი გვყავს. აქედან ამნისტია დაუყოვნებლივ 7 000 პრობაციონერს შეეხება - საუბარია ერთი წლით გამოსაცდელი საპატიმრო ვადის მოკლებაზე“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კანონპროექტი არ შეეხება მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.

განხილვის პარალელურად, მსჯავრდებულების ოჯახის წევრები თბილისში აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნაა გაფართოვდეს მუხლები, რომლებსაც ამნისტია მოიცავს. პატიმრების ოჯახის წევრები ჯერ პარლამენტთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი პრეზიდენტის რეზიდენციასთან გადაინაცვლეს.

ამავე თემაზე: ვის შეეხება/არ შეეხება ამნისტია და რამდენ პირს შეუმცირდება პირობითი მსჯავრი.

მეზვრიშვილი: "მოვითხოვთ „ოცნებისგან“, ამნისტია არ შეახოს ზონდერ ჯგუფებს"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S