Accentnews.ge
ლაშა ბაქრაძე: საზოგადოებას კონსტიტუცია გადაახიეს თავზე და პრეზიდენტის უფლებამოსილება შეზღუდეს

ლაშა ბაქრაძე: საზოგადოებას კონსტიტუცია გადაახიეს თავზე და პრეზიდენტის უფლებამოსილება შეზღუდეს

23/07/2024 07:38:45 პოლიტიკა

„ერთიანობის“ ლიდერი ლაშა ბაქრაძე ეხმიანება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება შეჩერდა.

მისი თქმით, "ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების სრული ტოტალური კონტროლის სურვილი აქვს, ამის ნათელი მაგალითია ის, რაც ახლა ჩვენს თავს ხდება, როდესაც საზოგადოებას კონსტიტუცია თავზე გადაახიეს და პრეზიდენტის უფლებამოსილება შეზღუდეს".

“ჩვენ ხშირად ვსაუბეობთ იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფო მიიტაცა. [...] ეს კიდევ ერთი საბუთია იმისა, რომ ფაქტობრივად ჩვენ ავტორიტარული სახელმწიფოსკენ ვდგამთ სერიოზულ ნაბიჯებს. ისეთ ქვეყანას, როგორც დღეს სამწუხაროდ, არის საქართველო არანაირი შანსი არ აქვს ცივილიზირებულ ქვეყნებთან ერთად იყოს, გახდეს ევროპის კავშირის წევრი. ვფიქრობ, რომ ეს ხდება მიზანმიმართულად და ეს არის უაღრესად ცუდი ნიშნები, თუ „ქართული ოცნება“ დარჩება ხელისუფლებაში ჩვენ მივიღებთ ავტორიტარულ სახელმწოფოს და ფაქტობრივად არ გვექნება არანაირი დემოკრატიული სტრუქტურები ამ ქვეყანაში. ხელისუფლების ასეთი ქცევა სრულიად მოუღებელია, ეს არის ანტიკონსტიტუციური ქმედება” – განაცხადა ბაქრაძემ.

ცნობისთვის: 22 ივლისს ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ იუსტიციის საბჭოში კახა წიქარიშვლის დანიშვნაზე პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა.

"უპრეცედენტო რამ მოხდა – სასამართლოს ხელისუფლება პირდაპირ და უკანონოდ ჩაერია პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში",– განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.

ამავე თემაზე: წიქარიშვილი: წვდომა მექნებოდა ბევრ ინფორმაციაზე და ამის შეეშინდა სისტემას!

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S