Accentnews.ge
მამულაშვილის თქმით, "ქართული ლეგიონის" 300-მდე წევრი საქართველოში ძებნილადაა გამოცხადებული

მამულაშვილის თქმით, "ქართული ლეგიონის" 300-მდე წევრი საქართველოში ძებნილადაა გამოცხადებული

24/07/2024 06:52:31 პოლიტიკა

უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის" მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა გამოცემა The Insider-ს უთხრა, რომ ლეგიონის 300-მდე წევრი საქართველოში ძებნილადაა გამოცხადებული.

მისივე თქმით, მათი უმრავლესობა ახლა უკრაინაში იმყოფება.

"მე ვიწინასწარმეტყველე მოვლენების მსგავსი განვითარება [უკრაინის მხარეზე მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების დევნა – რედ.] მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო ჩვენი ["ქართული ლეგიონის" მებრძოლების] ძებნილთა სიაში შეყვანა. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჩვენი დაპატიმრების საფუძველი ჰქონოდა. რუსული და ქართული სპეცსამსახურები დღეს სინქრონულად მუშაობენ. ბევრ ჩვენს ბიჭს, ვინც საქართველოში ბრუნდებოდა, ქართულმა სპეცსამსახურებმა ურჩიეს წასულიყვნენ. მათ ეუბნებოდნენ: "აქ ბევრი რუსია, ჩვენ ვეღარ დაგიცავთ, გთხოვთ, წადით".

არ გამოვრიცხავ, რომ მოხალისეების ნაწილის რუსეთში ექსტრადირება მოხდეს. მაგრამ მხოლოდ შემოდგომის არჩევნების შემდეგ. ქართველ მებრძოლების წინაშე მოახლოებული საფრთხის შესახებ ინფორმაცია გავავრცელე აშშ-ში. დარწმუნებული ვარ, იქნება სანქციები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ". - უთხრა მამულაშვილმა The Insider-ს.

ქართულ უწყებებს ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

იხილეთ ასევე: სუს-ი აცხადებს, რომ უკრაინაში მყოფი ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნების "ორგანიზებით და დაფინანსებით" ივანიშვილის "მკვლელობის მომზადებას" იძიებს

როგორც ცნობილია, უსაფრთხოების სამსახურმა, ბოლო პერიოდში გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით რამდენიმე ომის ვეტერანი და უკრაინაში მებრძოლი დაიბარა, მათ შორის, ნადიმ ხმალაძე, ვაჟა ცეცაძე, ლაშა ჭიღლაძე, ბესო ბენდელიანი, გელა კახაბრიშვილი და კონსტანტინე ჯღამაია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S