Accentnews.ge
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე : უამრავი ცნობა არსებობს იმის შესახებ, თუ როგორ იყენებს ჩინეთი, მათ შორის ინფრასტრუქტურულ პროექტებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე : უამრავი ცნობა არსებობს იმის შესახებ, თუ როგორ იყენებს ჩინეთი, მათ შორის ინფრასტრუქტურულ პროექტებს

25/07/2024 06:53:46 პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში იური კიმი აცხადებს, რომ უამრავი ცნობა არსებობს იმის შესახებ, თუ როგორ იყენებს ჩინეთი, მათ შორის ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

„უამრავი ცნობა არსებობს იმის შესახებ, თუ როგორ იყენებს ჩინეთი ტექნოლოგიას, სესხებს, ინფრასტრუქტურის პროექტებში მის მონაწილეობას, რათა დამოკიდებულება შექმნას, რასაც საბოლოოდ, ადგილობრივი მოსახლეობისთვის სარგებელი არ მოაქვს და ფაქტობრივად, მათ ზიანს აყენებს. ჰკითხეთ მონტენეგროელ ხალხს, როგორი იყო ე.წ. ვალის ხაფანგში მოხვედრა. ჰკითხეთ შრი-ლანკას. ეს სია გრძელია. ჰკითხეთ რეგიონში მეზობლებს, როგორია ჩინეთთან მჭიდრო ურთიერთობა“, - განაცხადა, ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუს ცნობით, კიმმა.

ამავე თემაზე: გაფრთხილებების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა ანაკლიას სანქცირებულ ჩინურ კომპანიას აბარებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S