Accentnews.ge
კრემლი ქართველი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ "ტერაქტების მზადებას" გმობს

კრემლი ქართველი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ "ტერაქტების მზადებას" გმობს

25/07/2024 09:19:17 პოლიტიკა

კრემლმა საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ "ტერაქტების მზადების" საქმის დეტალები "არ იცის", თუმცა გმობს.

"დეტალები არ ვიცი, თუმცა ჩვენ ვგმობთ ნებისმიერ თავდასხმებს. ისინი მიუღებელია ჩვენთვის, როგორც ტერორიზმის აქტი, მით უფრო - როცა საუბარია მოქმედ პოლიტიკოსებზე, მით უფრო - პოლიტიკური ზეწოლის მსგავსი ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით" - განაცხადა "ივანიშვილზე თავდასხმის მზადების" საქმის შესახებ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

ცნობისთვის: 24 ივლისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ სუს–ში მიმდინარეობს გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 18-323-ე მუხლის პირველი ნაწილით და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სუს იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.

სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამარლის თანდასწრებით რამდენიმე დღეა, უკრაინაში მებრძოლი ქართველების დაკითხვა მიმდინარეობს.

ამავე თემაზე: კობახიძე – სუს-ის განცხადებაზე: ტერაქტთან დაკავშირებით ევროკომისარმაც გამაფრთხილა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S