Accentnews.ge
კალაძე Edison Research-ზე: მოგებული გქონიათ არჩევნები და ეგაა, მაგ სიმართლით იაროს ოპოზიციამ

კალაძე Edison Research-ზე: მოგებული გქონიათ არჩევნები და ეგაა, მაგ სიმართლით იაროს ოპოზიციამ

29/07/2024 09:46:22 პოლიტიკა

თბილისის მერი კახა კალაძე Edison Research–ის კვლევის შედეგებს არ ენდობა.

"მოგებული გქონიათ არჩევნები და ეგ არი. რატომ სვამთ შეკითხვებს და რატომ ნერვიულობთ? მაგ სიმართლით იაროს ოპოზიციამ და ყველა რადიკალმა...

თარგამაძემ რაღაც მოხაზა კეზერაშვილთან ერთად, მაგაზე მაკეთებინებთ კომენტარს? არ მჭირდება კეზერაშვილის და თარგამაძის ნაწერები. ყოველდღიურად ვხვდები ხალხს, ყოველდღიურად დავდივარ თბილისში, ასევე, პარტიული ღონისძიებებით მოვიარე მთელი საქართველო, ყველა რაიონსა და და ქალაქში ვიყავი და ძალიან კარგად ვიცი, რა სიტუაციაა.

რა თქმა უნდა, გვაქვს ეკონომიკური ზრდა. ეს ციფრები რომ იწერება, ჩემი მოგონილი ხომ არ არის. 2012 წლიდან ქვეყანა მიდის წინ, ვითარდება ეკონომიკურად, ყველანაირ ასპექტში გვაქვს წინგადადგმული ნაბიჯები და გვაქვს შედეგები. ქვეყანაში შენარჩუნებული არის მშვიდობა, სიმშვიდე, მიუხედავად ზეწოლისა, მიუხედავად ბულინგისა, შემოტევებისა და ეს იქნება შენარჩუნებული",– თქვა კალაძემ.

ამავე თემაზე: როგორია პოლიტიკური პარტიების რეიტინგები Edison Research-ის კვლევის მიხედვით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S