
როგორია პოლიტიკური პარტიების რეიტინგები Edison Research-ის კვლევის მიხედვით
29/07/2024 04:10:43 პოლიტიკა
Edison Research-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების თანახმად, კითხვაზე, "ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას", შედეგები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით:
- "ქართული ოცნება/ხალხის ძალა" – 32.4%;
- "ერთიანობა: ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი" – 17.3%;
- "ძლიერი საქართველო: ლელო/ხალხისთვის/თავისუფლების მოედანი" – 12.8%;
- "პარტიას საქართველოსთვის - გიორგი გახარია" – 11.2%;
- "კოალიცია ცვლილებებისთვის ახალი/გირჩი/დროა" - 9.9%.
- "გირჩი - იაგო ხვიჩია" – 5.2%;
- "ლეიბორისტულ პარტია" – 3.3%;
- "პატრიოტთა ალიანსი და "ალტ ინფოს" – 2.6%;
- "მოქალაქეები" – 2.2%.
- "ევროპული საქართველო" – 1,9%
- "სამართლიანობისთვის - ეკა ბესელია" – 0.9%,
- სხვა პარტიებს ასახელებს 0.4%.
რაც შეეხება პარტიების მიმართ ლოიალობას, 72% ამბობს, რომ თავის არჩევანში დარწმუნებულია, 28% კი ფიქრობ, რომ შეიძლება, მისი არჩევანი შეიცვალოს.
პარტიების მიხედვით ლოიალობის პროცენტული მაჩვენებელი ასე გადანაწილდა:
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. შესაძლო ცდომილება არის +/–2.5% საქართველოს მასშტაბით და +/– 2.5 % თბილისისთვის, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 11-24 ივლისის შუალედში.