ოქრიაშვილი – "ოცნების" ლიდერებს: დახედეთ 270 000 ევროს ღირებულების საათებს, წამზომი ჩართულია
29/07/2024 09:51:23 პოლიტიკა
დეპუტატი კახა ოქრიაშვილი Edison Research-ის კვლევის შედეგებს ეხმიანება.
"გუშინ გამოქვეყნდა Edison Research-ის პოლიტიკური განწყობების კვლევა საქართველოში. რას წარმოადგენს Edison Research? ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული მკვლევარი ორგანიზაცია, რომლის კვლევებსაც მთელი მსოფლიო ენდობა.
ამ კვლევაში ნათლად ჩანს, რომ 4 ოპოზიციური პარტია, ჯამში, დამაჯერებლად, თითქმის ორჯერ, ამარცხებს ქართულ ოცნებას.
დღეს კი, ამ მონაცემებთან დაკავშირებით, "ოცნების“ მთელ "ლიდერშიპს“ სიმწრის ქილიკი აქვს გამართული.ბატონებო, დახედეთ 270 000 ევროს ღირებულების საათებს, - თქვენი წამზომი ჩართულია!",– ამბობს დეპუტატი.
ამავე თემაზე: როგორია პოლიტიკური პარტიების რეიტინგები Edison Research-ის კვლევის მიხედვით.


