ბათუმში მანქანა მოზარდებს შეეჯახა
22/01/2020 11:52:23 სამართალი
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 14 და 15 წლის ორი გოგო დაშავდა. ისინი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში არიან გადაყვანილი. დაშავებულებს ტრავმა თავის არეში აღენიშნებათ.
ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა, სადაც მოზარდები ქვეითად გადაადგილდებოდნენ. მათ მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
გამოძიება სსკ–ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.


