Accentnews.ge
რიში და შაჰინი: საქართველოს ხელისუფლებამ შეცდომით დაიჯერა, რომ მისი უარი მოქალაქეების დემოკრატიულ მისწრაფებებზე აშშ-სთან ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენდა

რიში და შაჰინი: საქართველოს ხელისუფლებამ შეცდომით დაიჯერა, რომ მისი უარი მოქალაქეების დემოკრატიულ მისწრაფებებზე აშშ-სთან ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენდა

01/08/2024 06:04:19 პოლიტიკა

ამერიკელი სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი აშშ-ის მიერ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონზე მეტი დოლარის ოდენობის პირდაპირი დახმარების შეჩერების ფაქტს ეხმიანებიან.

როგორს სენატორები აცხადებენ, მიესალმებიან აღნიშნულ გადაწყვეტილებას და აცხადებენ, რომ "საქართველოს ხელისუფლებამ შეცდომით დაიჯერა, რომ მისი უარი მოქალაქეების დემოკრატიულ მისწრაფებებზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენდა".

"დღევანდელი გადაწყვეტილება გზავნილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება არ არის უპირობო და მთავრობის ქმედებებს რეალური შედეგები აქვს“, - ნათქვამია სენატორების ერთობლივ განცხადებაში.

მათი თქმით, დახმარების შეჩერების გადაწყვეტილების მიუხედავად, აშშ ტრანსატლანტიკური მომავლისკენ ქართველი ხალხის მისწრაფებების ერთგული რჩება:

"ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი კანონპროექტით – „ქართველი ხალხის აქტით“ გათვალისწინებული დამატებითი ღონისძიებების ადვოკატირებას, რომელიც საქართველოს მთავრობას პასუხისმგებლობას დააკისრებს და ქართველ ხალხს დემოკრატიული გზის გაგრძელებაში დაეხმარება. ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, განაახლოს თანამშრომლობა, როდესაც ხელისუფლება ჩვენი საერთო მიზნების მიმართ ერთგულებას კიდევ ერთხელ დაადასტურებს“, - აცხადებენ სენატორები.

ამავე თემაზე: ბლინკენი: აშშ საქართველოს მთავრობას 95 მლნ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარებას უჩერებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S