კიტინგი – აშშ–ის დახმარების შეჩერებაზე: მთავრობას, რომელიც დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას ძირს უთხრის, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ
01/08/2024 07:26:48 პოლიტიკა
ამერიკელი კონგრესმენი ბილ კიტინგი აშშ-ის მიერ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონზე მეტი დოლარის ოდენობის პირდაპირი დახმარების შეჩერების ფაქტს ეხმიანება.
„ქართულმა ოცნებამ“ უნდა იცოდეს, რომ მათი ქმედება პასუხის გარეშე არ დარჩება. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას, რომელიც ევროატლანტიკური ინსტიტუტებისკენ ისწრაფვის, მაგრამ მთავრობას, რომელიც დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას ძირს უთხრის, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ“, - წერს კიტინგი სოციალურ ქსელში.
ამავე თემაზე: ბლინკენი: აშშ საქართველოს მთავრობას 95 მლნ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარებას უჩერებს.


