Accentnews.ge
იყო თუ არა ФСБ–ს მკვლელზე ბერლინსა და თბილისს შორის კომუნიკაცია – რას ამბობენ შოლცის ადმინისტრაციაში

იყო თუ არა ФСБ–ს მკვლელზე ბერლინსა და თბილისს შორის კომუნიკაცია – რას ამბობენ შოლცის ადმინისტრაციაში

07/08/2024 06:47:10 პოლიტიკა

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის ადმინისტრაციაში კომენტარს არ აკეთებენ დასავლეთის ქვეყნებისა და რუსეთს შორის პატიმრების გაცვლის დეტალებზე, რომელიც ყველაზე მასშტაბურად ფასდება ცივი ომის შემდეგ.

„აქცენტი“ დაინტერესდა, იყო თუ არა კომუნიკაცია ბერლინსა და ოფიციალურ თბილისს შორის საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის გათავისუფლების საკითხზე, რომელიც ცენტრალური ფიგურა აღმოჩნდა შეთანხმებაში.

"გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ, რომ ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს დეტალებზე ან რაიმე კონფიდენციალურ დისკუსიაზე ამ კონტექსტში", – განუცხადა "აქცენტს" გერმანიის მთავრობის პრეს–სპიკერმა.

მასშტაბური გაცვლა 1 აგვისტოს შედგა. რუსეთმა ჟურნალისტებისა და პოლიტიკური დისიდენტების გათავისუფლების სანაცვლოდ დაიბრუნა ვადიმ კრასიკოვი, რომელიც გერმანიაში სამუდამო სასჯელს იხდიდა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის. გერმანულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ მკვლელი კრემლის დავალებით მოქმედებდა. კრასიკოვის გათავისუფლების შემდეგ კრემლში დაადასტურეს მისი რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირი.

ოფიციალური თბილისი საქართველოს მოქალაქის მკვლელობას და მკვლელის გათავისუფლებას დუმილით შეხვდა. ოფიციალურ თბილისს აკრიტიკებენ დუმილისა და უმოქმედობის გამო, რომ არ იყო დიდი გარიგების ნაწილი.

„ეს, მგონი, ჯდება მთლიანად თავიანთ უმოქმედობაში, ძალიან ბევრი მიმართულებით. ესეც არის ძალიან ნიშანდობლივი, რომ ასეთ საკითხზე სწორედ მთავრობა არ რეაგირებს, იმიტომ რომ ეს არის რეაგირება, რომელიც უნდა მომხდარიყო, არა საჯაროდ მაინცდამაინც, მაგრამ იმ სხვადასხვა შესაძლებლობებით და კონტაქტებით, რაც არსებობს მთავრობებს, სხვადასხვა უწყებებს შორის... ბევრი რამ შეიძლებოდა, ბევრი მცდელობა შეიძლებოდა, მე არ ვიცი რას მივაღწევდით, მაგრამ მცდელობა შესაძლებელი იყო“, - თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ხელისუფლების დუმილის კომენტირებისას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S