Accentnews.ge
ახაშობილი ვარკეთილში, ლიფტში მიატოვეს

ახაშობილი ვარკეთილში, ლიფტში მიატოვეს

24/01/2020 04:46:07 სამართალი

ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ნაპოვნი ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის ექიმები აცხადებენ, ჩვილს კლინიკაში შეყვანისას დაბალი ტემპერატურა აღენიშნებოდა, თუმცა ახალშობილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„სასწრაფო დახმარების მიერ ახალშობილი შემოყვანილ იქნა 22:12 საათზე. ჩვილს აღენიშნებოდა მსუბუქი ფორმის ჰიპერტონია, ანუ დაბალი ტემპერატურა. მუდმივად ხდება მისი სასიცოცხლო პარამეტრების კონტროლი, იმყოფება ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ. ამ ეტაპისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ექიმმა.

ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ახალშობილი 23 იანვარს იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S