Accentnews.ge
შალვა პაპუაშვილი: 2008 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მსგავსი პატრიოტული ძალა რომ ყოფილიყო, ომი არ იქნებოდა

შალვა პაპუაშვილი: 2008 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მსგავსი პატრიოტული ძალა რომ ყოფილიყო, ომი არ იქნებოდა

08/08/2024 09:22:31 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, "2008 წელს, „ნაცმოძრაობის“ ნაცვლად, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო „ქართული ოცნების“ მსგავსი პატრიოტული ძალა, ომი არ იქნებოდა, არ იქნებოდა".

„2022 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, განმეორდებოდა 2008 წელი და პირიქით, 2008 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ ნაცვლად, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო „ქართული ოცნების“ მსგავსი პატრიოტული ხელისუფლება, ომი არ იქნებოდა. არ იქნებოდა 400-ზე მეტი დაღუპული ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი. არ იქნებოდა 125 სოფელი, რომელზეც კონტროლი დაკარგა საქართველომ, არ იქნებოდა 1700-ზე მეტი დაჭრილი ადამიანი, დამოუკიდებლობების აღიარებები და ა.შ. ეს ყველაფერი არ იქნებოდა, 2008 წელს ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო არა „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ „ქართული ოცნება“. როგორც 2022 წელს არ დავუშვით ომი საქართველოში, ასევე არ იქნებოდა ომი 2008 წელს. ზუსტად ეს უნდა გამოვიძიოთ, თუ რა ღალატს ჰქონდა ადგილი 2008 წლის აგვისტოში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამავე თემაზე: "გენშტაბს შეფასებული აქვს": რატომ გაააქტიურეს 2008 წლის ომის გამოძიების თემა.

თავდაცვის მინისტრი ერთის მხრივ, ამბობს, რომ ომი "ათწლეულების" წინ დაიწყო, მეორეს მხრივ – ენმ–ის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S