Accentnews.ge
სამართალდამცველებმა 16 500 ყალბი აშშ დოლარი ამოიღეს

სამართალდამცველებმა 16 500 ყალბი აშშ დოლარი ამოიღეს

24/01/2020 06:01:34 სამართალი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში გაასაღა ყალბი 50-დოლარიანი კუპიურები. გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საერთო ჯამში, ამოღებულია 16 550 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი კუპიურა" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S