Accentnews.ge
საელჩო: სენატორმა შაჰინმა და კონგრესმენმა ტერნერმა თავდაცვის მინისტრთან შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს მთავრობის ცრუ ნარატივების გამო

საელჩო: სენატორმა შაჰინმა და კონგრესმენმა ტერნერმა თავდაცვის მინისტრთან შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს მთავრობის ცრუ ნარატივების გამო

10/08/2024 12:21:14 პოლიტიკა

„სენატორი შაჰინი და კონგრესმენი ტერნერი თავდაცვის მინისტრ ჩიქოვანს შეხვდნენ. მათ შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს მთავრობის ცრუ ნარატივების გამო, რამაც გამოიწვია „ღირსეული პარტნიორის" წვრთნების გადადება“, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

„მათ ისაუბრეს საქართველოს უსაფრთხოების უნიკალურ სიტუაციზე და რუსეთის მიმდინარე ოკუპაციაზე. ასევე, მტკიცე კავშირებზე და თანამშრომლობაზე, რომელიც ამერიკულ და ქართულ ძალებს შორის გრძელდება. მათ დაადასტურეს შეერთებული შტატების ერთგულება, გააძლიეროს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის შესაძლებლობები" - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე აღნიშნული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომაც.

უწყების ინფორმაცით, შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და არსებული გამოწვევები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებს. აღინიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების მნიშვნელოვანი წვლილი გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი და კონგრესმენი, მაიკ ტერნერი საქართველოს პრეზიდენტს, სამოქალაქო სექტორის წარმომდგენლებსა და საქართველოს პრემიერს შეხვდნენ.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ცნობით, ორპარტიული ვიზიტის ფარგლებში, ისინი ასევე შეხვდებიან კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. ასევე, სენატორი და კონგრესმენი გაეცნობიან აშშ-ის მთავრობის პროგრამებს, რომელიც მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებულ პირებს, მეწარმეებსა და სტუდენტებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S