Accentnews.ge
თურქეთმა "ჩინურ ვირუსთან" დაკავშირებით მგზავრების შემოწმება დაიწყო

თურქეთმა "ჩინურ ვირუსთან" დაკავშირებით მგზავრების შემოწმება დაიწყო

24/01/2020 14:55:39 მსოფლიო, საზოგადოება

თურქეთი ჩინეთიდან ჩასულ მგზავრებს აეროპორტებში თერმული კამერებით ამოწმებს.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეთინ კოჩას განცხადებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ აღნიშნულა. თურქეთის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ თერმული კამერები ყველა აეროპორტში ამოქმედდა.

ცნობილი გახდა ისიც, რომ თურქეთმა ჩინეთში გააბრუნა თვითმფრინავის მგზავრი, რომელსაც კორონავირუსის სიმპტომები აღმოაჩნდა.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ვირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა, ხოლო ინფიცირებულების 830-მდე . გაირკვა, რომ უხანში, სადაც კორონავირუსის გავრცელების მთავარი კერაა, საქართველოს სამი მოქალაქე იმყოფება.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ ქვეყანა ამ დროისთვის დაბალი რისკის ზონაში მდებარეობს და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

დაავადების შემთხვევები დაფიქსირდა სინგაპურში, ვიეტნამში, საუდის არაბეთში, ტაილანდში, ტაივანში, იაპონიაში, ნეპალში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S