Accentnews.ge
"კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს"

"კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს"

24/01/2020 14:40:14 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებითე.წ. კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოშიპანიკის საფუძველი არ არსებობს. მისი თქმით, ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრისკლასიფიკაციით საქართველო ე.წ. მწვანე, ანუდაბალი რისკის ზონაშია.

ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ყველაფერიკეთდება, რათა ინფექციის შემოტანის პრევენციამოხდეს.

„პანიკის საფუძველი არ არის. საქართველო ამეტაპზე რჩება ე.წ. მწვანე ზონაში ევროპისდაავადებათა კონტროლის ცენტრის კლასიფიკაციით, ანუ დაბალი რისკის ზონაში, თუმცა, რა თქმა უნდა, რადგან მიმოსვლა ჩინეთთან არის დაყოველთვიურად დაახლოებით 4-დან 5 ათასამდეადამიანი შემოდის ჩინეთიდან, რა თქმა უნდა, რისკიინფექციის შემოტანისა, არის, ამიტომ ქვეყანაშიყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოვახდინოთპრევენცია ინფექციის შემოტანის. შემუშავებულიაშესაბამისი ალგორითმი, შემოსავლების სამსახურსდაურიგდა სამ ენაზე ჯანმრთელობის მსოფლიოორგანიზაციისა და ჩვენ მიერ შემუშავებული ტექსტირეკომენდაციებისა, რომელიც ურიგდება ჩინეთიდანდა განსაკუთრებით ქალაქ უჰანიდან შემოსულ ყველაადამიანს, ასევე იმ პროვინციიდან რომლისდედაქალაქის უჰანია. საჭიროა, რომ ისინი გაეცნონდა თუ უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ანშემოსვლიდან შემდგომი ორი კვირის გამავლობაშიგანუვითარდებათ სიმპტომები - მაღალიტემპერატურა, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, ხველა, აუცილებელია, რომმიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს, მათ შორისგამოყოფილია ოთხი სამედიცინო დაწესებულება - თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და ზუგდიდისინფექციური საავადმყოფოები, სადაც სრულადმოემსახურებიან და გაუწვენ სამედიცინოდახმარებას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S