თბილისში ავარიას ბაბუა და შვილიშვილი ემსხვერპლნენ
28/01/2020 06:35:42 სამართალი
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. როგორც „აქცენტს“ თვითმხილველებმა განუცხადეს, ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა.
მათივე ცნობით, დაღუპულია რვა წლამდე ბავშვი და ბაბუა, რომლებსაც ავარიის შედეგად ტროტუარზე ავარდნილი ავტომობილი დაეჯახა.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


