ლუბლიანას ქუჩაზე მაღაზია „სპარის“ თანამშრომელი დაჭრეს
27/01/2020 20:11:13 სამართალი
თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე მაღაზია „სპარის“ თანამშრომელი დაჭრეს.
დაჭრილი მამაკაცი ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დაკავებულია ერთი პირი.
"სპარის" თანამშრომელი დაჭრეს 2019 წლის 30 დეკემბერსაც, ინციდენტი კოსტავას ქუჩაზე მოხდა.


