აშშ ჩინეთს დახმარებას სთავაზობს
28/01/2020 06:35:11 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინფორმაციით, აშშ-მა ჩინეთს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით დახმარება შესთავაზა.
„ვირუსთან დაკავშირებით ჩინეთთან ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს. აშშ-ში ვირუსის ძალიან მცირე შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა სიტუაციას მკაცრად ვაკონტროლებთ. ჩინეთს საჭირო დახმარება შევთავაზეთ. ჩვენ არაჩვეულებრივი ექსპერტები გვყავს!“, - წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“, თუმცა არ განმარტავს, მიიღო თუ არა ჩინეთმა შეთავაზებული დახმარება.
ცნობისთვის: უკანასკნელი მონაცემებით, ჩინეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 106-მდე გაიზარდა, ხოლო ინფიცირებულთა – 4 515–მდე. ჩინეთის მთავრობის განცხადებით, 976 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
ჩინეთის ჯანდაცვის მინისტრის მა სიაოვეის განცხადებით, ახალი კორონავირუსი შესაძლოა, ადამიანმა მეორეს მანამ გადადოს, სანამ დაავადების სიმპტომებს თავად გამოუვლინდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჩინეთის გარეთ ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირების 47 შემთხვევაა დადასტურებული. ინფიცირების ბოლო შემთხვევა გერმანიაში გამოვლინდა, რაც ევროპის მასშტაბით ვირუსის მეოთხე გამოვლინებაა.
იხილეთ ასევე: „კორონავირუსი 100%–იან სიკვდილს არ ნიშნავს: რისკი მაღალია, მაგრამ განკურნება შესაძლებელია“


