
„კორონავირუსი 100%–იან სიკვდილს არ ნიშნავს: რისკი მაღალია, მაგრამ განკურნება შესაძლებელია“
27/01/2020 18:16:35 საზოგადოება, ციტატა
„ამ ეტაპისთვის ჩინეთის გარეთ დადასტურდა [კორონავირუსის] მხოლოდ 29 შემთხვევა და აქედან 26 უშუალოდ ვუჰანის პროვინციიდანაა – სხვა ქვეყნებში გადაადგილებული მოქალაქეები და მხოლოდ სამია ადგილობრივი გავრცელების რეჯიმში. საქართველოში არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, მაგრამ, რა თქმა უნდ, პრევენციული ღონისძიებები მაქსიმალურაც უნდა იქნას გატაცრებული , რათა თეორიული რისკებიც იქნას აცილებული. გარდა ამისა, სამწუხაროდ, დაფიქსირდა 80 გარდაცვალების შემთხვევა, მაგრამ ასევე დაფიქსირდა 50–ზე მეტი განკურნების ფაქტი. ანუ ეს ვირუსი 100%–იან სიკვდილს არ ნიშნავს. რისკი მაღალია, მაგრამ მისი განკურნება შესაძლებელია“.
ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ ახალ კორონავირუსზე საზუბრისას განაცხადა.
ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთში ახალი კორონავირუსის შედეგად 80 ადამიანია გარდაცვლი, 2700-ზე მეტი კი ინფიცირებულია.თუმცა მედიით გავრცელდა ჩინელი მედდის ინტერვიუ, რომელიც აცხადებს, რომ ადგლობრივი ხელისუფლება რეალურ მონაცემებს მალავს და რომ რეალურად ათასობით ადამიანია დაინფიცირებული. დაავადების ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის ევროპაში და აშშ–ში. კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა უკრაინაშიც, თუმცა განიმარტა, რომ ეს „ჩიური ვირუსის“ ტიპის არაა.
საქართველოში უკვე მიღებულია სხვადასხვა ზომები – აეროპორტში ჩამოსული მგაზვრები ვირუსზე მოწმდებიან, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ამჟამად საფრთხე არ ემუქრებათ. გარდა ამისა, აიკრძალა ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი.