Accentnews.ge
შს მინისტრმა ლევან იზორიას ძმასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა

შს მინისტრმა ლევან იზორიას ძმასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა

28/01/2020 08:25:13 პოლიტიკა, სამართალი

შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საგარეო დაზვერვის სამსახურის უკვე ყოფილი ხელმძღვანელის ლევან იზორიას ძმასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.

მან პოლიციელის მიერ განსაჯაროებულ ვიდეოს უმნიშვნელო უწოდა. საუბარია 23 იანვარს ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ გაავრცელებულ ვიდეოზე, რომელშიც ჩანს, როგორ აკავებს პოლიცია ლევან იზორიას ძმას – ვახტანგ (კიტა) იზორიას, კონკრეტული პირების ჩარევის შემდეგ კი ათავისუფლებს. ვიდეო 2015 წელს არის გადაღებული, როცა იზორია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

"ეს ფატქი მაშინ, როდესაც მოხდა, ვიცოდით. ასევე ვიცოდით, რომ გააჩერეს [ლევან იზორიას ძმა]. რაღაც ინციდენტი მოხდა, უმნიშვნელო, მე ასე დავარქმევდი: იქ არ მომხდარა არც ხელით შეხება, არც გინება. ასეთი პრეცენდენტი ხდება ძალიან ბევრი, თუნდაც აქციების დროს, როდესაც არ ვაკავებთ", - ამბობს გომელაური.

კითხვაზე, რამდენად ნორმალურია, როდესაც პოლიციელს მოქალაქე ემუქრება, რომ "ფორმას გახდის", გომელაური პასუხობს, რომ ეს "არასასიამოვნოა", მაგრამ შს მინისტრი მიიჩნევს რომ საჭიროა ვიცოდეთ, რა უძღოდა წინ ვიდეოს და "რატომ გახდა ადამიანი აგრესიული".

რაც შეეხება პოლიციელ გიორგი დვალიშვილის განცხადებას, რომ მიმდინარეობდა მისი დევნა, გომელაური არ ეთანხმება.

"ჩვეულებრივი ამბავია, მეც შეიძლება დამიძახონ ხვალ და მითხრან, დღეს მინისტრი ხარ, ხვალ მოადგილედ უნდა გადახვიდე, გუნდს ეს სჭირდება. გადაწყვეტს ამას პრემიერი, მთავრობა და მე უნდა გადავიდე და არ უნდა გამოვვარდე ჩანაწერებით, ეს არასწორია", - ირწმუნება მინისტრი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S