Accentnews.ge
ფიშერი: "არ მჯერა, რომ ევროკომისარმა მუქარა გააჟღერა, ჩვენ ხალხს არ ვკლავთ"

ფიშერი: "არ მჯერა, რომ ევროკომისარმა მუქარა გააჟღერა, ჩვენ ხალხს არ ვკლავთ"

28/08/2024 08:01:08 პოლიტიკა

საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის, რომლის თანახმად, მასთან კონკრეტულმა ევროკომისარმა პირდაპირი მუქარა გააჟღერა ფიზიკურ განადგურებასთან დაკავშირებით, არ სჯერა.

"გაჟღერდა ბრალდებები, რომ ევროკავშირი ტერორს აფინანსებს. ევროკავშირი არ აფინანსებს ტერორს; ევროკავშირი ებრძვის ტერორს. გავრცელდა ბრალდება, რომ ევროპულმა კომისარმა სიცოცხლის მოსპობის მუქარა გააჟღერა. მე არ მჯერა. მე არ მომისმენია სატელეფონო საუბარი, მაგრამ ეს წარმოუდგენელია ჩემთვის. ჩვენ არ ვკლავთ ხალხს და ჩვენ რატომღაც მოგვიხსენიებენ გლობალური ომის პარტიის, ლიბერალური ფაშიზმის, რევოლუციის, მეორე ფრონტის შესახებ დისკუსიებში. ჩვენ ვფიგურირებთ ისეთ კონტექსტში, სადაც ჩვენი ადგილი არ არის.

გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რაც არაერთგზის გავიმეორე. ევროკავშირი შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის ნანგრევებისგან. ეს არის ჩვენი პრობლემების გადაწყვეტის გზა საუკუნეების განმავლობაში ნაციონალიზმის, ფაშიზმის, ძალადობისა და გენოციდის შემდეგ. ასე რომ, ჩვენ არ ვართ ახლოს, რასაც შეიძლება გლობალური ომის პარტია ეწოდოს.

ჩვენ ვართ გლობალური მშვიდობის პარტია. ამ უკუსვლამ გაგვაკვირვა და იმედი გაგვიცრუა, რაც ბევრ კითხვას აჩენს [ქვეყნის] მომავალი კურსის შესახებ", - ამბობს ფიშერი ექსპერტ ნინო შენგელიასთან ინტერვიუში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S