ქუთაისის აეროპორტში ხარაჩო ჩამოიშალა
28/01/2020 09:13:48 სამართალი
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ხარაჩო ჩამოიშალა.
კონსტრუქცია აეროპორტში სამშენებლო სამუშაოების გამო დგას. შემთხვევის დროს ხარაჩოზე არავინ იდგა.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს.


