Accentnews.ge
მოზარდების მკვლელობის საქმე: უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა

მოზარდების მკვლელობის საქმე: უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა

28/01/2020 11:22:52 სამართალი

უზენაესმა სასამართლომ ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიასთან მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა. შესაბამისად, ჯანაშიას საბოლოოდ, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, საიდანაც 4 წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, დანარჩენი 4 წელი კი პირობითად ჩაეთვლება. მისჯილი წლებიდან გიორგი ჯანაშიას 2 წელი უკვე მოხდილი აქვს.

რაც შეეხება ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძეს, უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა და ის მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში სცნო დამნაშავედ. უცვლელი დარჩა სასჯელიც –11 წლითა და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

ცნობისთვის: 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე არიან დაკავებულები. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია მიხეილ კალანდიაც, თუმცა ამ დროისთვის პირველ ინსტანციას გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ჯანაშია ცნობილ იქნა დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში და 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო გუგა ბარბაქაძეს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობისთვის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა: ჯანაშია დამნაშავედ სცნეს დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში და სასჯელი 11 წლამდე გაეზარდა.

რაც შეეხება გუგა ბარბაქაძეს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას მონაწილეობა არ მიუღია დავით სარალიძის მკვლელობაში. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ნაწილიში.

სწორედ ამ გადაწყვეტილების შემდეგ დააკავეს სამართალდამცველებმა კალანდია და ბრალად ჯგუფური მკვლელობა წარუდგინეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა საკასაციო წესით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S