ბრიტანელ მოგზაურს მოპარული ველოსიპედი დაუბრუნეს [ფოტო]
28/01/2020 13:26:59 სამართალი
პოლიციამ ბრიტანელი მოგზაურის, როუან კემპბელის მოპარული ველოსიპედი იპოვა და პატრონს დაუბრუნა,– ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შსს-ს ცნობით ბრიტანელი მოგზაურის ველოსიპედს თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მიაკვლიეს.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.


