რუსთავში ცოლ–ქმრის ცხედრები ნახეს
29/01/2020 06:02:16 სამართალი
რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვით ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დაიღუპა.
ცხედრები სახლში საკუთარმა შვილმა ნახა, რომელსაც ღამით მეზობელ ოთხში ეძინა. გოგონას მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. მას ნერვული შოკი აქვს.
ოჯახი აღნიშნულ ბინაში ქირით ცხოვრობდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარება და პოლიცია.


