Accentnews.ge
აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს

აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს

29/01/2020 06:49:08 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისის აეროპორტში ერთი პირი დააკავეს. 1990 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ა.ც.-ს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება.

შსს–ს უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 508 აბი ნარკოტიკული საშუალება "სუბუტექსი" და 3 აბი „მეტადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა აღნიშნული ნარკოტიკები თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.

„ა.ც. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 6-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S