Accentnews.ge
პრემიერმა მადლობა გადაუხადა იმ NGO-ებს, რომლებიც უცხოური ინტერესების გამტარებლად დარეგისტრირდნენ

პრემიერმა მადლობა გადაუხადა იმ NGO-ებს, რომლებიც უცხოური ინტერესების გამტარებლად დარეგისტრირდნენ

09/09/2024 07:34:02 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს (NGO), რომლებიც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირდნენ.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რეესტრს დასარეგისტრირებლად 450-ზე მეტმა ორგანიზაციამ მიმართა.

"საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განაცხადით 450-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ანუ უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა მიმართა. საზოგადოების წინაშე გამოვლენილი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის თითოეულ ამ ორგანიზაციას მადლობა მინდა გადავუხადო. ამ ფაქტით დადასტურდა, რომ უცხოური დაფინანსების მიღება ავტომატურად არ ნიშნავს უცხოური ძალის უარყოფითი ინტერესების გატარებას. ვისაც დასამალი არაფერი აქვს, მას არც გამჭვირვალობის ეშინია", – განაცხადა პრემიერიმა.

ამავე თემაზე: "ოცნება" ქართული NGO-ებისთვის საგრანტო პროგრამას აფუძნებს: ვის შეეხება და როდიდან აანონსებენ პროგრამის ამოქმედებას

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S