ხიდაშელი – “ოცნების“ ინიციატივაზე: "სატყუარა, NGO -ების მოსყიდვის მცდელობა"
09/09/2024 09:29:53 პოლიტიკა
"სატყუარა, არასამთავრობო ორგანზაციების (NGO) მოსყიდვის მცდელობა", – ასე აფასებს “სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინა ხიდაშელი "ქართული ოცნების" ინიციატივას ქართული NGO-ებისთვის საგრანტო პროგრამის დაფუძნების შესახებ.
ხიდაშელი იმედოვნებს, რომ “სამოქალაქო სექტორი ცდუნებას გაუძლებს".
"ამოცანა აქვს კობახიძეს მარტივი – ერთგვარი დაპირისპირება გამოიწვიოს სამოქალაქო სექტორში, მათ შორის მათში, ვინც დარეგისტრირდა და არ დარეგისტრირდა. ახლა ცდილობენ, რომ მოისყიდონ NGO-ების ის ნაწილი, ვინც იძულებით, ზოგი შიშის გამო დარეგისტრირდა. ვფიქრობ, ამ ცდუნებას გაუძლებს ბევრი ორგზანიცია და ამ სატყუარას არ წამოეგება, რომელიც “ქართულმა ოცნებამ“ გადაუგდო“, - ამბობს, "ტვ პირველის" ცნობით, ხიდაშელი.
ამავე თემაზე: "ოცნება" ქართული NGO-ებისთვის საგრანტო პროგრამას აფუძნებს: ვის შეეხება და როდიდან აანონსებენ პროგრამის ამოქმედებას.


