Accentnews.ge
პენიტენციურ დაწესებულებაში „მაყურებლების“ გავლენის ზრდაზე „ადამიანის უფლებათა ცენტრიც“ მიუთითებს

პენიტენციურ დაწესებულებაში „მაყურებლების“ გავლენის ზრდაზე „ადამიანის უფლებათა ცენტრიც“ მიუთითებს

30/01/2020 09:38:39 სამართალი

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორის ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, “ჩანს, რომ ბოლო წლების განმავლობაში პენიტენციურ სისტემაში იზრდება სწორედ ე.წ “მაყურებლების“ გავლენა”.

“კრიმინალური სუბკულტურის არსებობა არ არის ისეთ მასშტაბებს მიღწეული, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლოს ამ პრობლემის მოგვარება, თუმცა პრობლემაა ის, რომ სახელმწიფო არ გამოხატავს ნებას და ფაქტობრივად არ იზიარებს, უგულებელყობს იმ შეფასებებს, რაც დაფიქსირებულია ჩვენი და სახალხო დამცველის ანგარიშებში. ეს არის საფუძველი იმისა, რომ კრიმინალური სუბკულტურის მზარდი გავლენა კვლავ იქნება პრობლემა შემდეგ წლებშიც”,- განაცხადა ცქიტიშვილმა.

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” 2019 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ “პენიტენციურ სისტემაში ისევ გამოწვევად რჩება არასათანადო მოპყრობისგან დაცვის პროცედურული და ინსტიტუციური გარანტიების ნაკლებობა, პაემნის ოთახებში მინის ბარიერის არსებობა, ოჯახის ვიზიტის დროს კონფედენციალური გარემოს არარსებობა”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S