Accentnews.ge
მედია: შეკვეთილი მკვლელობის დაგეგმვის საქმეზე დაკავებული შვიდი პირიდან ოთხი ასლან აბაშიძის ოჯახის დაცვის ყოფილი წევრია

მედია: შეკვეთილი მკვლელობის დაგეგმვის საქმეზე დაკავებული შვიდი პირიდან ოთხი ასლან აბაშიძის ოჯახის დაცვის ყოფილი წევრია

30/01/2020 12:31:58 სამართალი

შეკვეთილი მკვლელობის დაგეგმვის საქმეზე დაკავებული შვიდი პირიდან ოთხი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ასლან აბაშიძის ოჯახის დაცვის ყოფილი წევრია,– იუწყება პირველი არხი.

საქმეზე დაკავებული იური მჟავანაძის მამის, ზაურ მჟავანაძის თქმით, მან მომხდარის შესახებ მედიით შეიტყო.

„მე შუახევში ვიყავი, გავიგე ეს ამბავი და ჩამოვედი, სამართალდამცველებმა სახლში მომავალი აიყვანეს. მომხდარის შესახებ არაფერი არ ვიცი. იური მუშაობდა ასლან აბაშიძის დაცვაში, თუმცა მას შემდეგ არსად უმუშავია, სოფელში იყო სულ, არც თბილისში დადიოდა და მგონი არც დაკავებულებთან ჰქონდა ურთიერთობა“, – განაცხადა ზაურ მჟავანაძემ.

მეზობლები ამბობენ, რომ დაკავება სპეცოპერაციის შედეგად განხორციელდა.

ცნობისთვის: საქართველოს სახელმწიფონუსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სუს-ის კონტრტერორისტულმა ცენტრმა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, თბილისში დაგეგმილი, აფეთქებით ორი პირის შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთეს. დაკავებულია საქართველოს 6 და უკრაინის 1 მოქალაქე.

ირკვევა, რომ იგეგმებოდა ძმების გიორგი და დავით ფეიქრიშვილების ლიკვიდაცია. თავად ძმები აცხადებენ, რომ დაკავებულებს არ იცნობდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S