Accentnews.ge
მილერი: არ მგონია, რომ საქართველომ უნდა მოიხადოს ბოდიში იმის გამო, რომ რუსეთი შეიჭრა ქვეყანაში

მილერი: არ მგონია, რომ საქართველომ უნდა მოიხადოს ბოდიში იმის გამო, რომ რუსეთი შეიჭრა ქვეყანაში

16/09/2024 19:02:11 პოლიტიკა

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ რუსეთია აგრესორი ქვეყანა. უწყებაში არ მიაჩნიათ, რომ საქართველომ უნდა მოიხადოს ბოდიში იმის გამო, რომ რუსეთი შეიჭრა ქვეყანაში. ამის შესახებ პრეს–სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.

"არ მგონია, რომ საქართველომ უნდა მოიხადოს ბოდიში იმის გამო, რომ რუსეთი შეიჭრა ქვეყანაში, ისევე, როგორც საქართველოს არ სჭირდება ბოდიშის მოხდა იმის გამო, რომ რუსეთი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის უკანონო ოკუპაციას განაგრძობს. სწორედ რუსეთია აგრესორი, რომელიც საქართველოში შეიჭრა და საქართველოს უკანონო ოკუპაციას აგრძელებს. რუსეთი იყო აგრესორი რეგიონის სხვა ქვეყნებთან მიმართებაში და, რა თქმა უნდა, უკრაინა ამის ნათელი მაგალითია", – განაცხადა მილერმა.

ცნობისთვის: 14 სექტემბერს გორში „ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა შემდეგი განაცხადა: „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.

ამავე თემაზე: ვის მოვუხადოთ ბოდიში?! - რუსეთ – საქართველოს ომში, გმირულად დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურებიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S