Accentnews.ge
გვარამია – თავდამსხმელებზე: „ვოლსკის შტაბის წევრები არიან“

გვარამია – თავდამსხმელებზე: „ვოლსკის შტაბის წევრები არიან“

31/01/2020 11:35:57 სამართალი

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე მივიდა 30 იანვრის ინციდენტთან დაკავშირებით.

გამოკითხვაზე შესვლამდე, ფეისბუკის პირად გვერდზე მან ვიდეომიმართვა გაავრცელა. მიმართვაში ის აცხადებს, რომ პირები, რომლებმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერთან, გია ვოლსკისთან არიან დაკავშირებული.

„ზუსტად ვიცი, რომ ეს სამი ადამიანი ჩუღურეთიდან არიან, სვანეთისუბნელები და არიან ბატონი [გია] ვოლსკის შტაბის წევრები... და აბსოლუტური რწმენა მაქვს, რომ ეს ხალხი არის გამოგზავნილი ბატონი ვოლსკის მიერ“, - ამბობს ნიკა გვარამია.

ის მომხდარის გამო ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვს, კერძოდ, მისი მოთხოვნაა, გია ვოლსკიმ დატოვოს პარლამენტი.

„ნიკა გვარამია არის ფეიკ ნიუსების მომგონი ადამიანი“,- ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გვარამიას განცხადებას.

„როგორც თქვენი ტელევიზია მთლიანად, ასევე ნიკა გვარამია არის უნამუსო, ფეიკ ნიუსების მომგონი ადამიანი. მე არ ვფიქრობ, რომ ამას სერიოზული პასუხი უნდა გაეცეს. ანუ მე ვამბობ, რომ თქვენ ხართ სიმდაბლეზე წამსვლელი ადამიანები, თქვენ ხელმძღვანელთან ერთად. სიმდაბლეზე წასვლა ნიშნავს იმას, რასაც თქვენ ახლა აკეთებთ. ასე რომ მიყურებთ თვალებში და თან იცით, რომ უზნეობას ჩადიხართ“, - ასე უპასუხა გია ვოლსკიმ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, რომელიც მედიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაინტერესდა, რა პასუხი ჰქონდა გია ვოსლკის ნიკა გვარამიას განცხადებაზე.

„კითხვა არ არის ეს - აპირებთ თუ არა პასუხისმგებლობის აღებას თავის თავზე, ეს არის უზნეო ადამიანების მიერ მოგონებული და ეს ადამიანი ჩათრეულია ამ უზნეობაში",- განაცხადა გია ვოლკიმ.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის და ამავე არხის თანადამფუძნებლის გიორგი რურუას ადვოკატის ნიკა გვარამიას ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

გვარამიას ფიზიკური შეურაცხყოფა 30 იანვარს საქალაქო სასამართლოში. გვარამია სასამართლო პროცესიდან შესვენებისას დარბაზიდან იყო გამოსული, რა დროსაც მას, როგორც თავად ამბობს, უცნობმა მამაკაცმა სახეში ჩაარტყა.

პოლიციამ ინციდენტის შემდეგ სამი პირი გამოსაკითხად გადაიყვანა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S