ბუჩუკური: როგორც ჩანს, „ლელო“ ვერ ახერხებს შეთანხმების მიღწევას პარტნიორებთან
19/09/2024 10:47:40 პოლიტიკა
ველოდებით პრეზიდენტის მიერ დანიშნულ საათს. ჩვენი მხრიდან თითქმის შეჯერებულია [საკითხები გუნდში გიორგი გახარიასთან ალიანსზე],- უთხრა დღეს მედიას „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.
მოელიან, რომ ხაზარაძესა და გახარიას შორის ორდღიანი კონსულტაციების საბოლოო შედეგები დღეს გამოცხადდება.
იმავდროულად, პარტიაში „საქართველოსთვის“ ეჭვობენ, რომ „ლელო“ პოლიტიკურ პარტნიორებთან - „ძლიერი საქართველოს“ დანარჩენ წევრებთან ვერ შეთანხმდა. ამ მხრივ საკუთარი სკეპტიკური დამოკიდებულების შესახებ ისაუბრა ლევან ცუცქირიძემ „თავისუფლების მოედნიდან“, სავარაუდოდ, ანალოგიური პოზიცია აქვს ანა დოლიძეს, ხოლო „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ალიანსის მომხრეა.
„როგორც ჩანს, „ლელო“ ვერ ახერხებს შეთანხმების მიღწევას პარტნიორებთან. დაველოდოთ, ვნახოთ“,- თქვა მედიასთან „საქართველოსთვის წევრმა ანა ბუჩუკურმა.


