Accentnews.ge
"თავისუფლების მოედანს" გახარიასთან ალიანსის თაობაზე კითხვები აქვს

"თავისუფლების მოედანს" გახარიასთან ალიანსის თაობაზე კითხვები აქვს

19/09/2024 08:58:47 პოლიტიკა

სერიოზული შეკითხვები გვაქვს, როგორც ღირებულებით, ასევე პრაგმატულ ნაწილში,- თქვა „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ „საქართველოსთვის“ დამფუძნებელ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით. „თავისუფლების მოედანი“ ამჟამად „ლელოსთან“ ერთად კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ნაწილია. როგორც ჩანს, ამ დროისთვის სწორედ „თავისუფლების მოედანია“ ამ ორი საარჩევნო სუბიექტის ალიანსის წინააღმდეგი.

„არსებობს გავრცელებული მოსაზრება, რომ ასეთი გაერთიანება არის დიდი გარღვევის მომტანი ქართულ პოლიტიკაში, თუმცა არ არსებობს კვლევები ან რაიმე სხვა მონაცემები, რომელიც კონკრეტულად ამ საკითხს შეისწავლიდა და დამაჯერებლად გვეტყოდა, რომ ეს ნამდვილად ასეა: [...] ეს გაერთიანება რამდენად არის პრაქტიკულად სასარგებლო, რომ ჩვენ მოვახდინოთ გარღვევა ოპოზიციურ ბრძოლის ველზე და მივაღწიოთ გადამწყვეტ წინსვლას ამ ბრძოლაში. მე არ ვამბობ, რომ ან ერთი ან მეორე არის სრულიად გამორიცხული, მაგრამ მე მაქვს ამასთან სერიოზული კითხვები“,- თქვა ცუცქირიძემ „ფორმულას“ ეთერში.

მან ასევე თქვა, რომ კითხვები აქვს როგორც წარსულთან, ისე მომავალ გეგმებთან დაკავშირებით. წარსულის კონტექსტში ახსენებს ადამიანის ადამიანის უფლებების საკითხებს, დემონსტრაციების დარბევებს.

„წინასაარჩევნოდ ყველა ამბობს, რომ ის არის ყველაზე მაგარი პოლიტიკური პარტია. თუ ყველა ასე მაგარია, გაერთიანების აუცილებლობნა რატომ დგას? ბუნებრივია, რომ ყველა ისეთი მაგარი არაა და რაღაც გაერთიანებების აუცილებლობა არსებობს. მე ჩემი მხრიდან ეს კითხვები მაქვს“,- დასძინა მან.

„ლელოში“ დარწმუნებულები არიან, რომ შეთანხმების რესურსი არსებობს და მოლაპარაკების გადამწყვეტი რაუნდი სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.

„ძალიან დიდი ინტერესით ველოდები, რას გადაწყვეტენ „ლელო“ და „საქართველოსთვის“. მიუხედავად იმისა, რომ ილუზიები შესაძლოა, არც ერთის მიმართ არ ჰქონდეს ადამიანს, „ოცნების“ (ისინი საით მიაქანებენ ქვეყანას, ვხედავთ) სერიოზული საპირწონეა საჭირო! „ლელოს“ და „საქართველოსთვის“ კავშირი აუცილებელია, მხოლოდ ასე შეიძლება შეიქმნას სერიოზული საპირწონე პოლიტიკური ძალა და ამან შესაძლოა საერთოდაც იმპულსი მისცეს ინეგრაციულ პროცესებს ამ დაქსაქსულ ოპოიზიციაში,- ამბობს თემის კომენტირებისას ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი.

ის ხაზს უსვამს, რომ „ეს იდეალური ვარიანტი არაა, მაგრამ როგორც ყოველთვის პოლიტიკაში, გამოვდივართ უმცირესი ბოროტების და უცირესი შეცდომის პრინციპიდან“:

„ახლა ამათ შეუძლიათ, შეაჩეროს ის საშინელება, რაც ხდება. უნდა დაძლიონ საკუთარ თავში ის თავკერძობა, ნარცისიზმი, რაც ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს ახასიათებს!“

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S