Accentnews.ge
"თავისუფლების მოედანი": მამუკა ხაზარაძე მოლაპარაკების პროცესში ჩვენი ნდობით სარგებლობს

"თავისუფლების მოედანი": მამუკა ხაზარაძე მოლაპარაკების პროცესში ჩვენი ნდობით სარგებლობს

19/09/2024 16:52:36 პოლიტიკა

"თავისუფლების მოედანი" აცხადებს, რომ დაუჭერს მხარს ნებისმიერ ნაბიჯს, გადაწყვეტილებას თუ შეთანხმებას, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს "დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპულ მომავალს".

"პრეზიდენტ ზურაბიშვილის ძალისხმევა, რომელიც პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევისკენ არის მიმართული, განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს.

მამუკა ხაზარაძე მოლაპარაკების პროცესში ძლიერი საქართველოს ოთხივე სუბიექტს წარმოადგენს და ჩვენი ნდობით სარგებლობს.

"თავისუფლების მოედნის" მკაფიო პოზიციას სხვადასხვა საკითხთან მიმართებით არასოდეს შეუშლია ხელი ჩვენთვის ღია ვყოფილიყავით დიალოგისთვის. ჩვენ ყოველთვის დავუჭერთ მხარს ნებისმიერ ნაბიჯს, გადაწყვეტილებას თუ შეთანხმებას, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპულ მომავალს",- ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ "ძლიერ საქართველოსა" და პარტიას "საქართველოსთვის" შორის შეთანხმება, რომლის მიმართაც მოლოდინი 19 სექტემბერს იყო, ჯერ-ჯერობით ვერ შედგა. თუმცა, უცნობია, დასრულდა თუ არა მოლაპარაკებები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S